Thursday, July 17, 2014

მეცხრე დღე

დღეს შევისწავლე ჩვენი საქაღალდის პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე. გავწერეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები. შევისწავლე პროექტებით სწავლება და მისი ინსტრუქციები, რაც ჩემთვის უცხო იყო და რასაც აუცულებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.შევისწავლე სასარგებლო ინტერნეტ საიტების მისამართები სადაც  არის საინტერესო ვიდეოგაკვეთილები.ვისწავლე მათი გადმოწერა.ვისწავლე პრეზენტაციის გაკეთება და გაფორმება.ინტერნეტ  გაზეთისა და ბროშურის დამზადებაც შევისწავლეთ. ვისწავლეთ სლაიდის გამოქვეყნება ბლოგში და კომენტარების გაკეთება-გამიქვეყნება . ვიმიშავეთ ინტერნეტ-კოლაბორაციულ დოკუმენტის შექმნაზე.საბიოლოო ჯამში მრავალფეროვანი იყო ტრენინგი და თხოვნა მაქვს შესაბამის სამსახურებთან, რომ კიდევ დაგეგმონ და ჩაატარონ ასეთი ტრენინგები უფრო სისტემატიურად.მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

Tuesday, July 15, 2014

მერვე დღე

ვიმუშავე ინტერნეტში პრეზენტაციაზე , ვისწავლე სლაიდების გაფორმება , სურათების ჩასმა , დავხვეწე პროექტის გეგმის შაბლონი , დიფერენცირებული, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა გრაფები

Sunday, July 13, 2014

მეშვიდე დღე

შევისწავლეთ შეფასების რუბრიკები. viewer-ში განვიხილეთ პროექტის შეფასება. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.ვიმსჯელეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიის შესახებ.განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია.ძალიან საინტერეს დღე იყო.

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღე

დღეს ჩვენ გავიმეორეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება Gmail.com-ში. შევისწავლეთ ინტერნეტ კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნა და მასში მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების დაწერა.

Sunday, July 6, 2014

მეხუთე დღე

დღეს ჩვენ შევისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა PowerPoint -ში. გავაფორმეთ პრეზენტაცია. ვისწავლეთ ანიმაციების და დიზაინის დაყენება. ჩვენს ბლოგში ჩავაშენეთ პრეზენტაცია. დავხვეწეთ შეფასების დროის ჩარჩო.საკმაოდ შრომატევადი დღე იყო.

Sunday, June 29, 2014

მეოთხე დღე

დღეს ჩვენ შევისწავლეთ თემის გასწორება Word-ის ფაილში და კომენტარების გაკეთება. ასევე ტექსტის ფორმატის შეცვლა და ტექსტის გაფორმება. ვენის დიაგრამა ჩავსვით Word-ის ფაილში . ვისწავლეთ ინფორმაციის ცამოტვირთვა gmail.com-დან. გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმები.პროექტის მიზნები შევუსაბამეთ სტანდარტებს. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებს.

Friday, June 27, 2014

მესამე დღე

     მესამე დღეს ჩვენ შევისწავლეთ mes.gov.ge-ზე ვიდეოგაკვეთილების ნახვა და ცამოტვირთვა. გავაკეთეთ გეგმის შაბლონის შევსება. გადმოვწერეთ სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ჩავსვით პროექტის ნიმუშში.ასევე გადმოვწერეთ და ჩავსვით 21-ე საუკუნის უნარჩვევები.

Tuesday, June 24, 2014

მეორე დღე

დღეს ჩვენ შევისწავლეთ სურათების მოძიება საავტორო უფლებების დაცვით. შევქმენით ბროშურები და ბუკლეტები, კედლის გაზეთი. განვაახლეთ დრაივზე ინფორმაცია. გავეცანით პროექტის მახასიათებლებს. და ეს ყველაფერი შევინახე ჩემს საქაღალდეში.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას, viewer-ში მუშაობას . ახალი ბლოგის შექმნას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
შევქმენი საქაღალდეები დ ავტვირთეთ "Google drive"-ში.
გავეცანი პროექტის  "ჩეკლიტს". და ა.შ.